პოლიციამ მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს.

მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბ.ფ.-ის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება ა.ლ.-ს, პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, 4 კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები:

🔳 შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორი დააკავა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786207773

მსოფლიო

ალექსანდრე ვუჩიჩი აცხადებს, რომ ევროპაში ყველას არ სურს უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაცია

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა ბელგრადში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპაში ყველას არ სურს უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშ...

ვუჩიჩი ვუჩიჩი

1786205812

ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი: ტყვეთა გაცვლის პროცესში გია ბარამიძის ჩართულობა იყო ფორმალური, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის ომის პერიოდში ტყვეთა გაცვლის პროცესს იხსენებს და აცხადებს, რომ გია ბარამიძეს ყოველდღიურ ჰუმანიტარულ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი თქმით, ბარამიძის...

პაატა ზაქარეიშვილი

1786202806

ახალი ამბები

საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 9-11 აგვისტოს საქართველოში მოსა...

ამინდი ამინდი

1786200340

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: მიშა მშვილდაძე ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქეებისგან აქვს სარგებელი - ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით წლებია ოპოზიციის პოლიტიკა იქმნებოდ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ფორმულას“ დირექტორის მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას მედიასთან ეხმიანება. როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, პრობლემა ის კი არ არის, რ...

ნინო წილოსანი

1786197779

მსოფლიო

ფაშინიანმა და ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დაურეკა. ამის შესახებ Report.az იუწყება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა განიხ...

ფაშინიანმა და ალიევმა