პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით - 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს და მის მეგობრებს სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდათ ძმებთან: 1976 წელს დაბადებულ გ.ჯ.-სთან და 1973 წელს დაბადებულ მ.ჯ.-სთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, ჩხუბში მონაწილე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1768459762

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ი. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფო...

შსს

1768457713

მსოფლიო

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი გრენლანდიაში ჯარს აგზავნის

საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. „დანიის თხოვნით, მე გადავწყვიტე, რომ საფ...

ემანუელ მაკრონი

1768457596

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი საქართველოში 18 იანვრამდე შენარჩუნდება. დღეს თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ისე დასავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში. როგორც ზღ...

მზიანი ამინდი

1768455608

მსოფლიო

„დიდი შვიდეული“: მზად ვართ, დავაწესოთ დამატებითი შემზღუდავი ზომები, თუ ირანი განაგრძობს პროტესტის ჩახშობას ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელეს. საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ შეშფოთებული არიან დემონს...

დიდი შვიდეული

1768453790

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ევროკავშირის საელჩოს პოსტზე: ეს მილოცვა არ არის, ეს არის კიდევ ერთი წახალისება იმ რადიკალური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ გადატრიალების მოხდენის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აფასებს. არჩილ გორდულაძის თქმით, ეს არის არა მილოც...

არჩილ გორდულაძე