პრემიერი: დარწმუნებული ვარ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს

„საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნა, განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.
„პირველად მქონდა პატივი თბილისში მემასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისთვის, მისი უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანისთვის. ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით. განვიხილეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და განვამტკიცეთ ჩვენი საერთო ერთგულება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს“, - წერს ირაკლი კობახიძე.
1758292033
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო დ...
1758291735
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ბურთი არის ახლა აშშ-ს მხარეს. ვართ მუდმივად მზად, რომ ურთიერთსასარგებლო პირობებით ეს ურთიერთობები გავაგრძელოთ. მე ვფიქრობ, რომ ჯო უილსონის მსგავსი ფიგურები ამ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლიან
ჯო უილსონი არის ჩვეულებრივი დაქირავებული კლერკი, რომელიც ვინც გადაუხდის ფულს იმას ემსახურება. არაერთგზის გამოჩნდა ეს FARA-ს ჩანაწერებითაც შეერთებულ შტატებში. აბსოლუტურად ხელმოცარულია იმ მიზნებთან მიმა...
1758290825
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ოპონენტებს მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოძებნონ ის ხავსი, რომელსაც მოეჭიდებიან და ეს ხალხი გარეთ გამოიყვანონ
ოპონენტებს მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოძებნონ ის ხავსი, რომელსაც მოეჭიდებიან და ეს ხალხი გარეთ გამოიყვანონ, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპ...
1758290002
საზოგადოებაარაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი: ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით
ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, - განა...
1758289937
საზოგადოებასარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქ...