ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიწევს.

„მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პირადად თქვენთან შეხვედრის პატივი. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6-მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც უახლოეს დღეებში აიღებს სტარტს. ასევე, გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758294595

ახალი ამბები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მალტის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტის იუსტიციის მინისტრს, ჯონათან ატარდს შეხვდა. მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქა...

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მალტის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

1758292144

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ასევე...

პროკურატურა

1758292033

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო დ...

დავით მათიკაშვილი

1758291735

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ბურთი არის ახლა აშშ-ს მხარეს. ვართ მუდმივად მზად, რომ ურთიერთსასარგებლო პირობებით ეს ურთიერთობები გავაგრძელოთ. მე ვფიქრობ, რომ ჯო უილსონის მსგავსი ფიგურები ამ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლიან

ჯო უილსონი არის ჩვეულებრივი დაქირავებული კლერკი, რომელიც ვინც გადაუხდის ფულს იმას ემსახურება. არაერთგზის გამოჩნდა ეს FARA-ს ჩანაწერებითაც შეერთებულ შტატებში. აბსოლუტურად ხელმოცარულია იმ მიზნებთან მიმა...

დავით მათიკაშვილი

1758290825

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ოპონენტებს მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოძებნონ ის ხავსი, რომელსაც მოეჭიდებიან და ეს ხალხი გარეთ გამოიყვანონ

ოპონენტებს მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოძებნონ ის ხავსი, რომელსაც მოეჭიდებიან და ეს ხალხი გარეთ გამოიყვანონ, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპ...

დავით მათიკაშვილი