პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები: „მდმა“, „ალფა-პვპ“, „ბუპრენორფინი„ 4-ცმც (კლეფედრონი), და „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა); 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით); 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა); 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით); 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა); 260-ე კვარტა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი დიდი ოდენობით); 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა); 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინათ.
ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე, 14 წლამდე და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
1758289937
საზოგადოებასარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქ...
1758288894
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრი...
1758288783
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7405 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7356 ლარი იყო. შესაბამისად, დოლ...
1758287558
სპორტისაბა ბაღდავაძე პარაძიუდოში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია - 81 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ის მიშიკო შიობრიშვილს შეხვდა. მიმდინარე ევროპის...
1758287475
ახალი ამბებიგია ვოლსკი: საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს
„საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გი...