პრემიერი: ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო დავით არახამია - ჩვენი ოპონენტების მეგობარი

"ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი დავით არახამია, რომელიც ჩვენი ოპონენტების მეგობარია", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპას პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს, რომ საქართველო თუ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილი დარჩებოდნენ.

"მინდა, მთავარი ინფორმაცია ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს.

ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში, ეს ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად, ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია.

პრაქტიკულად, ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ასე ვთქვათ, ძალიან გულდაწყვეტილი დარჩებოდნენ.

ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან.

ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი, გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით.

ჩვენ მოვისმინეთ ისეთი ბრალდებები, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის დადანაშაულებას სანქცირებული კომპანიების ხელშეწყობით, ბრალი დაგვდეს მათმა პარტნიორებმა უკრაინაში, მათმა მეგობრებმა საჯაროდ, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს.

დღემდე არც ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ.

ეს არის ქვეყნის მტრობა და სად არის თქვენი რეაქცია, თქვენი პარტნიორობა.

ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეებისთვის, უდიდესი ნაწილისთვის ყველაფერი არის ცხადი", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, სიმბოლურად 20 ივნისს სიმბოლურ ადგილას საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს საკუთარი ევროპული არჩევანი და რუსთაველზე 100 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ხან ვაზელინს მეძახიან, ხან მონას... მისგან ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს. ვასრულებ ჩემს აქტიურობას, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის მაგინებელი გავხდები"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790575879

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1790574014

საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 28 სექტემბერს, 09:00 საა...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1790573913

საზოგადოება

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან. თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწ...

 კახა კალაძე

1790572535

საზოგადოება

28 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ალავერდის საკათედრო ტაძარში კი ალავერდობის სადღესას...

ალავერდი ალავერდი

1790571841

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 სექტემბერს საქართველოში

28 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

ამინდი      ამინდი