პრემიერი: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო

პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და განმტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსაზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით.

„იმდენი რამე ითქვა პატრიარქის შესახებ, იმდენი რამე გაიხსენეს ადამიანებმა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ რთულია, მოკლედ რაიმე დაამატო. პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა. მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ჩვენი ნახევარსაუკუნოვანი ისტორია. მან ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და განმტკიცებაში. მისი ბრძნული რჩევები ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით მთელი ამ წლების განმავლობაში. იყო მომენტები, როდესაც ადამიანების ნაწილი კრიტიკულად უყურებდა პატრიარქის კონკრეტულ განცხადებებს და ქმედებებს, თუმცა შემდეგ იგივე ადამიანები წლებით უკან რომ გაიხედავდნენ ხოლმე, ყველა ხვდებოდა, რომ ყოველ კონკრეტულ ვითარებაში პატრიარქის ყველა განცხადება იყო თავიდან ბოლომდე განსაკუთრებული სიბრძნით გამსჭვალული. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის კიდევ ერთხელ მადლიერების გამოხატვა პატრიარქის მიმართ მთელი იმ ღვაწლისთვის, რაც მას ეკლესიის და ჩვენი სამშობლოს წინაშე მიუძღვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774468880

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით

დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...

ირაკლი კობახიძე

1774468775

ახალი ამბები

პრემიერი: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს

ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ...

ირაკლი კობახიძე:

1774468696

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე

ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძი...

ირაკლი კობახიძე

1774468579

ახალი ამბები

თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ერთი პირი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1774467636

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარ...

ირაკლი კობახიძე