პრემიერი: საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია

„საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ. ამ თემაზე, მზად ვართ, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველასთან, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სჭირდება არა დემოკრატიული სისტემის გამუდმებული საბოტაჟი, არამედ კონსტიტუციური წყობილების გამართული ფუნქციონირება.

„საქართველოს სჭირდება არა ბუნდოვანება, არამედ გამჭვირვალობა. საქართველოს ჭირდება არა ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, არამედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვა. საქართველოს ჭირდება არა მუდმივი ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს ჭირდება არა სიცრუე და სიძულვილი, არამედ ობიექტური მედია.

საქართველოს ჭირდება არა უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, არამედ უმრავლესობის დემოკრატიული მმართველობა. საქართველოს ჭირდება არა კრიმინალი პოლიტიკაში, არამედ სამართლის უზენაესობა სახელმწიფო მმართველობაში. საქართველოს ჭირდება არა ის, რასაც ითხოვენ მოსკოვის მექანიზმის ავტორები, არამედ ის, რასაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის მშვიდობა, სუვერენიტეტი და წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773668254

მსოფლიო

ესპანეთმა ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე უარი თქვა

ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ისრაელ-აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ უკანონოდ მიიჩნევს - განაცხადეს ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმ...

 მარგარიტა რობლეს

1773667965

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ეუთოს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა

ეუთოს ანგარიშის ავტორი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მ...

ირაკლი კობახიძე

1773667902

საზოგადოება

პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. ენჯეოები აქტიურად იყვნენ ჩართული

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქარ...

ირაკლი კობახიძე

1773667849

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა, - განაცხადა საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე:

1773667161

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა

„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩ...

ირაკლი კობახიძე