ესპანეთმა ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე უარი თქვა

ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ისრაელ-აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ უკანონოდ მიიჩნევს - განაცხადეს ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

თავდაცვის მარგარიტა რობლესმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. მან ასევე უპასუხა ტრამპის მუქარას ნატოს მოკავშირეების მიმართ „ძალიან ცუდი მომავლის“ შესახებ.

„ესპანეთი არასოდეს მიიღებს რაიმე სახის დროებით ზომებს, რადგან მთავარი მიზანი ომის დასრულება უნდა იყოს და ის ახლავე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა რობლესმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ სრუტეში არსებული ვითარება ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია, თუმცა ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს ის, რომ ომი ეკონომიკური მოსაზრებების მიუხედავად უნდა შეწყდეს.

„ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ არაფერი, რაც კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას ან გამოიწვევს სიტუაციის შემდგომ ესკალაციას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში.

მანამდე უარი ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე გერმანიამაც განაცხადა.

მანამდე The Telegraph-ი წერდა, რომ სტარმერმა ტრამპს ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული სამხედრო გემების გაგზავნაზე უარი უთხრა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოს „ძალიან ცუდი“ მომავალი ელის, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტეში ვაშინგტონს არ დაეხმარებიან. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დაიმახსოვრებს, თუ სხვა ქვეყნები აშშ-ს არ დაეხმარებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773667965

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ეუთოს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა

ეუთოს ანგარიშის ავტორი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მ...

ირაკლი კობახიძე

1773667902

საზოგადოება

პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. ენჯეოები აქტიურად იყვნენ ჩართული

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქარ...

ირაკლი კობახიძე

1773667849

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა, - განაცხადა საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე:

1773667161

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა

„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩ...

ირაკლი კობახიძე

1773667006

ახალი ამბები

გია ვოლსკი: უვიზო მიმოსვლის საკითხით შანტაჟი ხდება, ვიზალიბერალიზაციის, ამ გემრიელი ყველის ნაჭრის გარშემო ხაფანგის კონტურები ნელ-ნელა ფორმას იძენს, თუმცა ამის წინააღმდეგიც ბევრია

უვიზო მიმოსვლის საკითხით შანტაჟი ხდება. ვიზალიბერალიზაციის, ამ გემრიელი ყველის ნაჭრის გარშემო დაგებული ხაფანგის კონტურები ნელ-ნელა ფორმას იძენს, თუმცა საქართველოს მიმართ ამ ხაფანგის დაგების წინააღმდეგ...

გია ვოლსკი