პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ პუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
1748365226
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქოს საქართველო იზოლაციაში ექცევა
„ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქო...
1748361412
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი - ეს უბრალო ფორმალობა არ არის, ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა
„ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი — ეს უბრალო ფორმალობა არ არის. ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკვე აღიქმება არა როგორც პატარა და დაბნეული ქ...
1748356987
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია თათა ხუნდაძეზე: ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც
„ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა, რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე...
1748354566
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი
„ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...
1748352807
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7357 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7376 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...