კონსტანტინე გამსახურდია: უნდა მოხდეს შეთანხმება თუნდაც იმაზე, რა არის ეროვნული ინტერესი. გარკვეული პლატფორმა უნდა შეიქმნას. არ რის საუბარი იმაზე, რომ ყველა ერთ აზრზე დადგება

ისტორია არ არის მხოლოდ ისტორია, რომელიც სადღაც წარსულში რჩება და მას არანაირი ზემოქმედება არ აქვს აწმყოზე. მისი არსი მუდმივად ზემოქმედებს და ჩამოქნის აწმყოს. აქედან გამომდინარე მომავალსაც, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას კონსტანტინე გამსახურდიამ.
მისივე თქმით, ისტორია გვასწავლის იმას, რამაც დაანგრია საქართველოს დამოუკიდებლობა. მან აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია იმსხვერპლა დაპირისპირებამ, სიძულვილმა, გახლეჩამ, რომელიც შემოაგდო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კაცობრიობის მტერმა. საუბრისას მან გაიხსენა მერაბ კოსტავას ლექსი - „26 მაისის მტრებს“ და ისაუბრა, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო.
კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაში ლომის წილი ასევე აქვს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამდე აღადგინა ეკლესიის ავტოკეფალია.
გამსახურდიამ ისაუბრა ბოლო დროინდელ მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენისთვის გამოსავალს გადატვირთვის მიმართულებით ხედავს. „ეს აუცილებლად მიღწევადია. უბრალოდ, ამას სჭირდება მოთმინება და სწორი აქცენტების დასმა, სწორი კონტაქტების აგება“, - დასძინა გამსახურდია.
მისივე თქმით, საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი.
„უნდა მოხდეს შეთანხმება თუნდაც იმაზე, რა არის ეს ეროვნული ინტერესი. გარკვეული პლატფორმა უნდა შეიქმნას. არ რის საუბარი იმაზე, რომ ყველა ერთ აზრზე დადგება. ყველა ყველაფერში ერთმანეთს დაეთანხმება და იქნება იდეალური ჰარმონია და მტრედების ღუღუნი - ეს ნამდვილად არ იქნება, მაგრამ რაღაცაზე მორიგება შესაძლებელია, მოხდეს. ვფიქრობ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა გამსახურდიამ.
მან ასევე ისაუბრა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი თანხმობა შედგეს და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება და სიძულვილი.
„როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, ეს მუდმივად მოქმედებს. რაღაც პერიოდულობით, მუდმივად იგი თავის ნეგატიურ ეფექტს აჩვენებს. ალბათ, ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. დავანახოთ ადამიანებს, რომ ეს უნდა ნეიტრალიზებული იქნეს, რომ ეს არ შეიძლება მუდმივად დარჩეს. რა საკვირველია, ამას ისტორიის სწორად დანახვა სჭირდება. ეს გვაკლია ჩვენ. ისტორია არ არის სწორად დანახული. უახლესი ისტორია უნდა იყოს სწორად გააზრებული, გაანალიზებული და დანახული“, - განაცხადა გამსახურდიამ.
1748365226
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქოს საქართველო იზოლაციაში ექცევა
„ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქო...
1748361412
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი - ეს უბრალო ფორმალობა არ არის, ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა
„ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი — ეს უბრალო ფორმალობა არ არის. ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკვე აღიქმება არა როგორც პატარა და დაბნეული ქ...
1748356987
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია თათა ხუნდაძეზე: ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც
„ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა, რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე...
1748354566
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი
„ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...
1748353746
ახალი ამბებიპროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძი...