ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტუსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ასევე, მაკრონი, მერცი და ტუსკი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, ბატონ დონალდ ტუსკთან, პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და ბატონ ფრიდრიხ მერცთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ერთად, ქართველ ხალხს მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გავუგზავნოთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იქნეს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს, უნდა შეიცვალოს, ხოლო საჭირო რეფორმების პროცესი განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1748365226
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქოს საქართველო იზოლაციაში ექცევა
„ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქო...
1748361412
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი - ეს უბრალო ფორმალობა არ არის, ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა
„ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი — ეს უბრალო ფორმალობა არ არის. ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკვე აღიქმება არა როგორც პატარა და დაბნეული ქ...
1748356987
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია თათა ხუნდაძეზე: ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც
„ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა, რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე...
1748354566
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი
„ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...
1748353746
ახალი ამბებიპროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძი...