„მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას“ - ზუგდიდის მერი განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდის მერი დავით კოდუა განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს მოუწოდებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას.
„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განმუხურის საზღვაო ზოლთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს.
განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის და საკურორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ამჟამად კი განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვისთვის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან - 50-60 მეტრით იყო უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მისი ღირებულება კი 3.2 მილიონ ლარზე მეტია და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებაზე მუშაობს. პროექტი მოიცავს 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც განთავსდება დასასვენებელი, სპორტული და კულტურული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები.
გათვალისწინებულია საბავშვო, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეების მოწყობა, ღია სცენა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სრული განახლება. პროექტი ასევე მოიცავს კომერციულ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, გამწვანებასა და თანამედროვე საინჟინრო სისტემების მოწყობას.
ამასთან ერთად მოხდება კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია.
წინა ხელისუფლების დროს ანაკლია-განმუხურში ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჩქარებულად, სამშენებლო ვადების დარღვევით, უხარისხოდ ხდებოდა - ყველას გვახსოვს გახსნის იმიტაციის გამო უხარისხოდ აგებული საფეხმავლო ხიდი, რომელმაც რამდენიმე დღეში დაშლა დაიწყო და მისი სრული დემონტაჟი გახდა საჭირო.
სწორედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუდმივად გვიწევდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ინტენსიური, ნაწილობრივი და დეტალური რეკონსტრუქციის ჩატარება. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ანაკლია-განმუხურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება, საქმის პროფესიონალების ჩართულობით, შესაბამისი პროექტირებით მოხდეს და არა ისე როგორც ეს 2009-2012 წლებში ხდებოდა. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1787042039
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული, რაზეც არის...
1787041774
ახალი ამბები19-21 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია...
1787041131
მსოფლიოფილიპინებში, სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი თავდამსხმელია
ფილიპინებში, ქალაქ ზამბოანგას ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი თავად თავდამსხმელია“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამო...
1787039730
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ დავაჩქაროთ ნდობის აღდგენის პროცესი. ამის ზოგადი რესურსი არსებობს. როგორც არ უნდა ეცადონ უცხოელმა აგენტებმა ამ პროცესის დაზიანება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავა...
1787039145
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ
„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძ...































