პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
„გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარმდგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი.
2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეცედენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.
შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.
ბრალდებულის ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა.
ვინაიდან ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1769586724
ახალი ამბებინინო წილოსანი სანდუზე: ადამიანი, რომელიც მზად არის, თავის ქვეყანა გააუქმოს და შეიყვანოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ, ვერასდროს იქნება ქართველებისთვის მისაბაძი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკოსს, რომელიც მზად არის, საკუთარ ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვას და რუმინეთს მიუერთოს, საქართველოზე მსგავს კონტექსტში...
1769585845
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მოლდოვის პრეზიდენტმა მიხედოს თავის ქვეყანას და გადაარჩინოს გაუქმებას
მაია სანდუ არის მოლდოვის პრეზიდენტი, მიხედოს თავის ქვეყანას და გადაარჩინოს გაუქმებას, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლა...
1769584399
ახალი ამბებიცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებ...
1769582394
მსოფლიოForeign Affairs: ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეალობისთვის, რომ, შესაძლოა, აშშ-მა გააუქმოს უკრაინისთვის მიცემული გარანტიები
უკრაინას და მის პარტნიორებს სჭირდებათ კონკრეტული გეგმა ქვეყნის სამხედრო ძალის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად, მიუხედავად იმისა, მიღწეული იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა. ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეა...
1769580836
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 იანვარს საქართველოში
28 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს და მზეს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში...































