შარმანაშვილი სანდუს განცხადებაზე: მოლდოვას ძლივს დაადგა საშველი, რომ დსთ-დან გასვლის თაობაზე რაღაც პირველი განაცხადი გაეკეთებინა და დღეს იმ ქვეყნის ხელმძღვანელი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების თაობაზე მესაუბრება
გულდასაწყვეტია, როცა სახელმწიფოს მეთაური ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქციას ითავსებს. მაია სანდუ ამას პირველად არ აკეთებს, საქართველოს მიმართ რადიკალური მიდგომებით ცნობილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანდუ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
„მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს უტევდნენ, სანდუ წარმატებას უსურვებდა ადამიანებს, ვინც ძალადობრივ აქტს სჩადიოდა. ეს არაობიექტური ადამიანი საქართველოს საწინააღმდეგოდ ნებისმიერი ტრიბუნის გამოყენებას აგრძელებს მაშინ, როცა თავის ქვეყანაში სავალალო და კატასტროფული ვითარება აქვს.
ნებისმიერი რეიტინგი, რომელიც ქვეყნდება, იქნება ეს ეკონომიკური ზრდის თუ კორუფციის ხარისხის თვალსაზრისით, მიუთითებს, რომ სავალო მდგომარეობა აქვთ. არც ერთ რეალურ ნაბიჯს იქ არ დგამს და ზრუნავს, როგორც განვითარდება საქართველო? მისი მხრიდან ეს ყოვლად წარმოუდგენელია. რუსეთთან გამოგონილი საფრთხე რომ არ არის, ამაზე არავინ აღარ დაობს.
ყველა კარგად ვხედავთ, რუსეთი რა ტიპის შეტევებს ახორციელებს უკრაინაში, როგორ იბომბება ინფრასტრუქტურა, რა დანაკარგები აქვს უკრაინას. ასეთ ვითარებაში, რუსეთთან სამხედრო ავანტიურა გამოგონილ საქმედ რომ წარმოაჩინო, ობიექტურობის ის ხარისხია, რომელზეც აღარც კი ვიცი, რა ტერმინი დავასახელო.
მაია სანდუს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ასე საფრთხედ თუ არ მიაჩნია, შეუძლია, თავად განახორციელოს თავის ქვეყანაში, თავისი არმიის მეშვეობით და ვნახავთ, რა შედეგები ექნება. ბრალს გვდებენ იმაში, რატომ არ ვართ ავანტიურისტები და სამხედრო, ეკონომიკურ ავანტიურას არ ვიწყებთ. ამას არ გავაკეთებთ, რაც რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას არ ნიშნავს.
ნახეთ, სხვა ქვეყნების ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში და რაიმე მეტყველებს, რომ რუსეთია მთავარი ვექტორი საქართველოში თანხების ინვესტირების კუთხით, რომელიც რაიმე საოცარ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე? – ამას ის ხალხი ამბობს, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ, ლამის მთელი ენერგეტიკული კაპიტალი რუსეთს მისცა. საქმე გვაქვს ყალბი ნარატივების შექმნასთან.
მოლდოვას ძლივს დაადგა საშველი, რომ დსთ-დან გასვლის თაობაზე რაღაც პირველი განაცხადი გაეკეთებინა და დღეს იმ ქვეყნის ხელმძღვანელი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების თაობაზე მესაუბრება. ეს არის მატყუარა ადამიანის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
1769586724
ახალი ამბებინინო წილოსანი სანდუზე: ადამიანი, რომელიც მზად არის, თავის ქვეყანა გააუქმოს და შეიყვანოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ, ვერასდროს იქნება ქართველებისთვის მისაბაძი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკოსს, რომელიც მზად არის, საკუთარ ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვას და რუმინეთს მიუერთოს, საქართველოზე მსგავს კონტექსტში...
1769585845
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მოლდოვის პრეზიდენტმა მიხედოს თავის ქვეყანას და გადაარჩინოს გაუქმებას
მაია სანდუ არის მოლდოვის პრეზიდენტი, მიხედოს თავის ქვეყანას და გადაარჩინოს გაუქმებას, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლა...
1769584399
ახალი ამბებიცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებ...
1769582394
მსოფლიოForeign Affairs: ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეალობისთვის, რომ, შესაძლოა, აშშ-მა გააუქმოს უკრაინისთვის მიცემული გარანტიები
უკრაინას და მის პარტნიორებს სჭირდებათ კონკრეტული გეგმა ქვეყნის სამხედრო ძალის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად, მიუხედავად იმისა, მიღწეული იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა. ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეა...
1769580836
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 იანვარს საქართველოში
28 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს და მზეს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში...































