პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების ერთობლივი სახსრებით შეძენა შესთავაზა. იგი დაზარალებულს შესაძენი ქონების რეალურ ფასზე გაცილებით მეტს ეუბნებოდა, გაზრდილი ფასის მითითებით ყალბ ცნობებს აწვდიდა, ხოლო სინამდვილეში ქონებას ბევრად ნაკლებ ფასში ყიდულობდა. დაზარალებულის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხებს კი მოტყუებით ეუფლებოდა.

„ასევე, ბრალდებულმა თითქოსდა, მომგებიანი იურიდიული პირის და მისი აქტივების შესაძენად დაზარალებულს ეტაპობრივად დიდი ოდენობით თანხები გამოართვა, თუმცა რეალურად შეთანხმებული კომპანია არ შეუძენია და დაზარალებულს ფორმალურად გაუფორმა წილი მსგავსი სახელწოდებით ახალდაფუძნებულ საწარმოში, რომელსაც ქონებები და აქტივები არ გააჩნდა. აღნიშნული გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 6,102,153 ლარს.

ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774445206

ახალი ამბები

ეკატერინე მიქაბაძე: მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ასახავს გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნება, გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს ასახა...

ეკატერინე მიქაბაძე

1774445085

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ავტოკეფალიის აღდგ...

ირაკლი კობახიძე

1774444349

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (სჟა) პრეზიდენტმა, გიგ...

ხვიჩა კვარაცხელია

1774444175

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7166 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1774444061

საზოგადოება

ოდიშარია: მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა და დასცინა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, გმირად გამოაცხადა

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული აქცია გაიხსენა, როდესაც ხანშიშესული კაცი აცხადებდა, რო...

ბაჩო ოდიშარია