ირაკლი ჩიქოვანი: ილია II-ის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში
„დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს - თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და საზოგადოების ერთიანობას“, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლს.
„ქართველი ერის სულიერი გამარჯვების ამ დიდ გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლი. მისი სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში. ჩვენი პატრიარქის ფასდაუდებელი მემკვიდრეობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას - ერთიანობით, რწმენითა და ღირსებით ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაზე. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მარად დარჩება ჩვენი ერის სულიერ საყრდენად და გზამკვლევად“, - აღნიშნა მან.
სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
1774449851
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის გა...
1774448382
ახალი ამბებიიონათამიშვილი: მრავალი წელია, რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებსა და მექანიზმებს
მრავალი წელია, მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო...
1774446489
საზოგადოებანინო წილოსანი: დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. ერთი ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორი ხედვა აქვთ
დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე...
1774445398
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ
„ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ, მისი როლი დაამცირონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველო...
1774445206
ახალი ამბებიეკატერინე მიქაბაძე: მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ასახავს გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნება, გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს ასახა...





























