შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა.

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. 25 მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მღვდელმთავრებთან ერთად პარაკლისი აღავლინა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სიონის ტაძარში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების და წმინდა სინოდის წევრები იმყოფებოდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774446489

საზოგადოება

ნინო წილოსანი: დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. ერთი ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორი ხედვა აქვთ

დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე...

ნინო წილოსან

1774445398

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ

„ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ, მისი როლი დაამცირონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1774445206

ახალი ამბები

ეკატერინე მიქაბაძე: მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ასახავს გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნება, გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს ასახა...

ეკატერინე მიქაბაძე

1774445085

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ავტოკეფალიის აღდგ...

ირაკლი კობახიძე

1774444349

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (სჟა) პრეზიდენტმა, გიგ...

ხვიჩა კვარაცხელია