პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ოქსიკოდონს“ და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“ რაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა და შენახვა), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) 263-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1780464711
ახალი ამბებივოლსკი: სამწუხაროა, რომ გერმანიის ელჩმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ურთიერთობის დაძაბვაში გერმანიის ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, იმედია, ეს შეიცვლება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ქრონიკასთან“ საუბრისას გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. „[გერმანიის ელჩი] აბსოლუტურად არარეალურს საუბრობს და სამწუხაროდ, მის კომპეტენციას აზ...
1780464529
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც გერმანიის ელჩისგან მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. „ყოველგვარ ზღვარსაა გადასული გერმანიის ელჩის განც...
1780464454
ახალი ამბებიგვიან ღამით მტკვარში მანქანა გადავარდა - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომანქანას ამ დრომდე ეძებენ. ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მობილიზებული არიან სამართალდამცველები. წინასწარი ინფორმაციით...
1780463121
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის...
1780432260
მსოფლიოზელენსკი: დაზვერვისგან ვიცით, რომ რუსეთის მასირებული დარტყმა შესაძლოა ამ საღამოსაც მოხდეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ რუსებმა შესაძლოა ახალი მასირებული დარტყმა განახორციელონ. „დაზვერვისგან ვიცით, რომ მასირებული დარტყმა შესაძლოა ამ ღამითაც მოხდეს. გთ...































