თბილისში ბრალდებულებმა თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს დაუფლებოდნენ - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დილის საათებში ბრალდებულებმა, თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერით.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
1780464711
ახალი ამბებივოლსკი: სამწუხაროა, რომ გერმანიის ელჩმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ურთიერთობის დაძაბვაში გერმანიის ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, იმედია, ეს შეიცვლება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ქრონიკასთან“ საუბრისას გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. „[გერმანიის ელჩი] აბსოლუტურად არარეალურს საუბრობს და სამწუხაროდ, მის კომპეტენციას აზ...
1780464529
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც გერმანიის ელჩისგან მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. „ყოველგვარ ზღვარსაა გადასული გერმანიის ელჩის განც...
1780464454
ახალი ამბებიგვიან ღამით მტკვარში მანქანა გადავარდა - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომანქანას ამ დრომდე ეძებენ. ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მობილიზებული არიან სამართალდამცველები. წინასწარი ინფორმაციით...
1780463121
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის...
1780432260
მსოფლიოზელენსკი: დაზვერვისგან ვიცით, რომ რუსეთის მასირებული დარტყმა შესაძლოა ამ საღამოსაც მოხდეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ რუსებმა შესაძლოა ახალი მასირებული დარტყმა განახორციელონ. „დაზვერვისგან ვიცით, რომ მასირებული დარტყმა შესაძლოა ამ ღამითაც მოხდეს. გთ...































