საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრად აირჩიეს
მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი სასანია წარმოადგენს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული საბჭო წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს. მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ავტორიტეტსა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე.
ირაკლი სასანიას განცხადებით, აღმასრულებელი საბჭო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მმართველი ორგანოა, რომელიც ადგენს დღის წესრიგსა და განსაზღვრავს გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებებს, ამდენად, მის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი აღიარება და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა.
გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაზე გამართული ფარული კენჭისყრა, სადაც ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ირაკლი სასანიას კანდიდატურა, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. ამჟამად ჟენევაში მიმდინარე ასამბლეაზე კი ნომინირებული კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა წარმატებით დასრულდა და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
საქართველოს კანდიდატურის წარდგენის წინა მოსამზადებელ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 34 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგის მართვა. ამ მაღალი დონის პლატფორმაზე საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო როლის გასაძლიერებლად.
1780464711
ახალი ამბებივოლსკი: სამწუხაროა, რომ გერმანიის ელჩმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ურთიერთობის დაძაბვაში გერმანიის ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, იმედია, ეს შეიცვლება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ქრონიკასთან“ საუბრისას გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. „[გერმანიის ელჩი] აბსოლუტურად არარეალურს საუბრობს და სამწუხაროდ, მის კომპეტენციას აზ...
1780464529
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც გერმანიის ელჩისგან მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. „ყოველგვარ ზღვარსაა გადასული გერმანიის ელჩის განც...
1780464454
ახალი ამბებიგვიან ღამით მტკვარში მანქანა გადავარდა - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომანქანას ამ დრომდე ეძებენ. ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მობილიზებული არიან სამართალდამცველები. წინასწარი ინფორმაციით...
1780463121
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის...
1780432260
მსოფლიოზელენსკი: დაზვერვისგან ვიცით, რომ რუსეთის მასირებული დარტყმა შესაძლოა ამ საღამოსაც მოხდეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ რუსებმა შესაძლოა ახალი მასირებული დარტყმა განახორციელონ. „დაზვერვისგან ვიცით, რომ მასირებული დარტყმა შესაძლოა ამ ღამითაც მოხდეს. გთ...































