პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1470.25 გრ. ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ და 147.49 გრ. ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, რომელსაც სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.
1778674548
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: იანვარი-აპრილის პერიოდში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
ქვეყანაში ბიზნესაქტივობა პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა - აღნიშნული გავლენას ახდენს, როგორც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის, ისე რეექსპორტის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკური ზ...
1778673026
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. ინფორ...
1778671323
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პრ...
1778671090
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული
გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით, აღნიშნული ინდექსით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა დემოკრატ...
1778669841
საზოგადოებანიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ადგილზე ამის [რევოლუციის] დაკვეთა არ არის
„არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის,“ - ამის შესა...


























