ვახტანგ ცინცაძე: იანვარი-აპრილის პერიოდში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ქვეყანაში ბიზნესაქტივობა პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა - აღნიშნული გავლენას ახდენს, როგორც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის, ისე რეექსპორტის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ 2026 წლის 4 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ იანვარი-აპრილის პერიოდში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„ეკონომიკური ზრდა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლის ზრდას და ზოგადად ეკონომიკური დოვლათის გენერირებას“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე. ვახტანგ ცინცაძის თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, სახელმწიფო პროგრამები და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

„ადგილობრივი წარმოება არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ქმნის მაღალ დამატებულ ღირებულებას, შემოდის უცხოური ინვესტიციები, ასაქმებს ადამიანებს. გარდა ამისა, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელიც უშუალოდ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ასევე გამოვყოფდი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით გაიტანონ“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 2,439.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მაჩვენებლები რეკორდულია აპრილშიც, როდესაც ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.1%-ით გაიზარდა და 716.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778669841

საზოგადოება

ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ადგილზე ამის [რევოლუციის] დაკვეთა არ არის

„არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის,“ - ამის შესა...

ნიკა გვარამია

1778668127

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლე...

დავით კიკნაძე

1778666548

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი - პრაიდის კვირეული სიყვარულის, გამბედაობისა და ერთიანობის ზეიმია, ბევრს ვმუშაობთ, რომ ევროპა იყოს სივრცე, სადაც ყველას შეუძლია, იცხოვროს თავისუფლად, ღიად

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და ერთიანობის აღნიშვნაა. „პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და ერთია...

ურსულა ფონ დერ ლაიენი

1778664967

საზოგადოება

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პრო...

გიორგი გვარაკიძე

1778664922

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III

გუშინ უდიდესი დღე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. სვეტიცხოვლის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის დაარსებულ ქართული ეკლესიის წმინდა კათედრაზე, აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა მივულოცო მის უწმინდ...

შალვა პაპუაშვილი