შოთა ბერეკაშვილი: მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება
ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
ბერეკაშვილის თქმით, აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის კონკურენციის ელემენტებსა და ბაზრის საფასო პოლიტიკას.
„ფასების შემსწავლელი კომისიის ფარგლებში, ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის გამოცდილება, როდესაც მოკლევადიან პერიოდში მოხდა ბაზარზე მსუბუქი ინტერვენცია და ერთ-ერთი რეკომენდაცია ბერძნული მოდელი იყო. მე მოხარული ვარ, რომ ქსელებმა „ბერძნული მოდელის“ მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია.
აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის კონკურენციის ელემენტებს, ბაზრის საფასო პოლიტიკას. ბერძნული მოდელის მიზანია, რომ მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასი იყოს შეთავაზებული. ბერძნული მოდელი სწორედ ამას ეფუძნება.
ბიზნესზე არავითარი ზეწოლა არ არის. ეს არის ე.წ. მარკეტინგული პლატფორმის შექმნა, როდესაც ქსელები ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში და შედეგად მომხმარებელი საუკეთესო ფასს იღებს. ძალიან საინტერესო მოდელია. ვინმეს თუ აინტერესებს, დასკვნაში ძალიან კარგად არის გაწერილი, თუ როგორ მუშაობს და დასკვნა წაიკითხონ“, - აღნიშნა მან.
1778673026
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. ინფორ...
1778671323
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პრ...
1778671090
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული
გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით, აღნიშნული ინდექსით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა დემოკრატ...
1778669841
საზოგადოებანიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ადგილზე ამის [რევოლუციის] დაკვეთა არ არის
„არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის,“ - ამის შესა...
1778668127
ახალი ამბებისამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლე...



























