ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ადგილზე ამის [რევოლუციის] დაკვეთა არ არის

„არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის,“ - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ტვ ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ნამდვილი ამბავი“ განაცხადა.

როგორც გვარამია აცხადებს, საზოგადოებაში რევოლუციური სცენარის დაკვეთა და საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს და მიაჩნია, რომ ამის სურვილს მხოლოდ ცალკეული ადამიანები გამოთქვამენ.

„ვიღაცას ჰგონია, რომ რევოლუცია გადაწყვიტა.. არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. არ მაქვს აჩემებული მაინც და მაინც 4 ოქტომბერი. რაღაცები მანამდეც ხომ ხდებოდა?! რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე და ვიმსჯელოთ და ვიმკითხაოთ, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის. საკუთარ საზოგადოებას უნდა იცნობდე, როდესაც ლაპარაკობ და პოლიტიკოსი ხარ და მოწოდებები გაქვს.

არ არის ამის დაკვეთა ადგილზე. არის ამის სურვილი ცალკეულ ადამიანებში, ზოგიერთს სულსწრაფობით, ზოგიერთს რადიკალიზმით. არაფერს ვზრახავ, რადიკალიზმს ვგულისხმობ, სწრაფი და ერთჯერადი ნაბიჯით გადაწყვეტილების მიღების სურვილს და არა იმ თვალსაზრისით, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, მაგრამ სურვილი რჩება სურვილად. და ის, რომ ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში ამას დაწერს, ადამიანები, რომლებიც ძირითადად უცხოეთიდან წერენ, ან აქ არიან და აქციაზე ხან არიან, ხან არ არიან ან საერთოდ არ არიან. ჩართულები ან არიან ან არ არიან საერთო მოძრაობაში და ძირითადად ლაპარაკობენ იმაზე, რატომ ვერ შედგა 4 ოქტომბერი, როდესაც თვითონ არ დაუდგნენ იმ ხალხს გვერდით“, - განაცხადა გვარამიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778664844

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს ოთარ ჩახუნაშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიუ...

პრემიერ-მინისტრი

1778663177

ახალი ამბები

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წ...

საქსტატი

1778662648

მსოფლიო

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს. „2022 წლ...

თურქეთი და სომხეთი

1778661390

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ, როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია, რადგა...

დონალდ ტრამპი

1778660015

ახალი ამბები

N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზ...

N304 მარშრუტზე