პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ბათუმში ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159  გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი.

სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790235730

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარ...

პროკურატურა

1790235469

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართული მხარის სიმართლე დაინახოს და გაიგოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა ევროპაში, ამჯერად ლუქსემბურგმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში საპროცედურო საკითხთა და წესების კომი...

დავით მათიკაშვილი

1790234484

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ისთვის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრი სახლის აკრედიტაციების აღდგენა დაავალა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღუდგინოს თეთრ სახლში შესასვლელი აკრედიტაცია ტელეკომპანიებს CNN-ს, MS NOW-ს და გამოცემა Politico-ს. მოსამართლე ტიმ კე...

თეთრი სახლკ

1790234093

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება არის წიგნში ჩასაწერი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს

„ეს არის საუკეთესო, წიგნში ჩასაწერი მაგალითი იმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განა...

ლევან მახაშვილი

1790232677

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევ...

ლევან ჟორჟოლიანი