პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 6 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მამის ცემის გამო გაბრაზებული ბრალდებულები, დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და მამა-შვილს სცემეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დაზარალებულებს რამდენჯერმე განზრახ დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა მოხერხდა.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩადენილი ჯგუფურად ონი ან მეტი პირის მიმართ), 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 19,109-ე მუხლის „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1767892872
მსოფლიოგრენლანდიის ოპოზიციის ლიდერი: გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს
გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს, - განუცხადა გრენლანდიის ოპოზიციის ლიდერმა სააგენტო Reuters-ს. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამჟამინდელ მთავრობას, რომ რე...
1767890724
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ-მა ვენესუელა შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა ვენესუელა, შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. „ᲩᲕᲔᲜ ᲐᲦᲕᲐᲓᲒᲔᲜᲗ ᲕᲔᲜᲔᲡᲣᲔ...
1767888373
მსოფლიოკაია კალასის თქმით, ევროკავშირი აშშ-ის საპასუხო გეგმას განიხილავს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა განიხილა, როგორი იქნება პასუხი, თუ აშშ გრენლანდიის დაკავებას შეეცდება. მისივე თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის...
1767885010
მსოფლიოაქცია პარიზში - ფერმერები საფრანგეთის დედაქალაქში 100 ტრაქტორით ჩავიდნენ
პარიზში ფერმერები სამხრეთ ამერიკის ხუთ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გეგმას აპროტესტებენ. როგორც EURONEWS იუწყება, ფერმერები საფრანგეთის დედაქალაქში 100 ტრ...
1767881662
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...































