აქცია პარიზში - ფერმერები საფრანგეთის დედაქალაქში 100 ტრაქტორით ჩავიდნენ
პარიზში ფერმერები სამხრეთ ამერიკის ხუთ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გეგმას აპროტესტებენ.
როგორც EURONEWS იუწყება, ფერმერები საფრანგეთის დედაქალაქში 100 ტრაქტორით ჩავიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფერმერებმა ტრაქტორების საშუალებით გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონი და ტრიუმფალურ თაღთან და ეიფელის კოშკის წინ დემონსტრაციულად გააჩერეს.
ფერმერების აქციის გამო პარიზში შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ევროპის ბაზარზე იაფი პროდუქცია მოხვდება და ადგილობრივი მეწარმეები დაზარალდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მიუხედავად, ევროკავშირი „მერკოსურის“ ქვეყნებთან შეთანხმების გასაფორმებლად ემზადება. შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში პარაგვაიში გაფორმდეს.
1767943083
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული ა.თ., 19...
1767906127
ახალი ამბებინატოსთან საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ბერაია ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შეხვდა
ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ბერაია ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელმა ალიანსის გენერალურ მდივანს რწმუნებათა...
1767905488
ახალი ამბებიამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წ...
1767903884
სპორტიხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ წლის პირველი ტიტულისთვის „მარსელს“ დაუპირისპირდა. ძირითადი დროი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პსჟ-მ იმარჯვა და საფრანგეთის სუპერთასი აღმართა. ლუის ენრიკეს გ...
1767901373
ახალი ამბებივრცელდება ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების ვიდეორგოლი, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ „ქიმიური მოწამვლის“ შედეგად დაზარალდნენ და „დასავლელ მეგობრებს“ საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ
ვრცელდება 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების ვიდეორგოლი, სახელწოდებით „ქიმიური მოწამვლის საქმე“, სადაც ისინი აცხადებენ, რომ აქციებზე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური საპოლიცი...































