პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა

პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა, - განაცხადა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. რა დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის - კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან - ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

აღნიშნულ საქმეზე, ჩვენს მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - კობა ხუნდაძე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.

აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით“, - განაცხადა პროკურორმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761143700

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ვერანაირი თანამდებობა, ვერ იქნება ვერავისთვის ინდულგენცია და თუკი ვინმეს ხელი წაუცდა კორუფციისკენ, სახელმწიფო იქნება მკაცრი და კანონის ფარგლებში ყველას პასუხს მოსთხოვს

„ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ კონკრეტულ პირებთან საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ და დღეს გვაცნობეს, რომ ერთ-ერთი ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჭრილში კონკრეტული თანხა ამოიღეს“...

დავით მათიკაშვილი

1761140498

ახალი ამბები

ბოლო 24 საათის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი: ც.ჟ., კ.მ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1761139477

საზოგადოება

პრემიერი: საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას

საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშ...

ირაკლი კობახიძე

1761138567

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.  22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7105 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7110 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი

1761138467

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩა...

მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ