პროკურატურაში თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობისა და არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველოები შეიქმნა

თბილისის პროკურატურაში თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო და არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველო შეიქმნა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას და შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებს.
თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით, საქმიანობას განახორციელებენ ის პროკურორები, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ აღნიშნულ დანაშაულებზე გამოძიებაში ზედამხედველობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით.
თავის მხრივ, ასევე, ახლად შექმნილი არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარ სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებს.
არასრულწლოვანთა სამმართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორები განახორციელებენ საქმიანობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1758010264
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი რადიკალების დაანონსებულ არეულობაზე: დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს
დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას რა თქმა უნდა საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...
1758009634
საზოგადოებაკახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის გან...
1758009601
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: მთავარი არის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს მისი პრემიერ მინისტრად არჩევის დღიდან. ეს არის როგორც ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ, ისე კორუფციასთან ბრძოლა
პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ არავისი დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე საუბრისას. „მთავარი...
1758009571
საზოგადოებათბილისის მერია მომდევნო წლებში ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებას სამომავლო პროექტების შ...
1758009265
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაა ევროპაში მედიის მხრივ
პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც...