შალვა პაპუაშვილი რადიკალების დაანონსებულ არეულობაზე: დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს

დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას რა თქმა უნდა საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმას.
მისი თქმით, პროცესები გარედან არის მართული და ეს ნათელია ყველასთვის.
„გაცხადებული არის, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა, ეს არის რასაც ჩვენ ვაკვირდებით. მე პირადად ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ეს არის გარედან მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან გარედან, ვხედავთ მათ ვიზიტებს და დააანონსეს კიდევაც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა, ზოგადად გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ხოლმე ეს გამწვავებები არჩევნების წინ და ეს ერთ-ერთი კიდევ ასეთი გამწვავებაა. ამის შედეგი იქნება 5 ოქტომბერი, დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას რა თქმა უნდა საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან.
ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული გზა არის არჩევნები. არანაირი არჩევნები ახლა ცენტრალური ხელისუფლების შესაცვლელად არ იგეგმება. არის ადგილობრივი არჩევნები, სადაც ისინი განზრახ არ მონაწილეობენ შესაბამისად, ხაბეიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ კოჰორტას გაცხადებული აქვთ, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიული გზით ხელისუფლებისთვის ბრძოლაზე. აქედან პირდაპირ იკითხება, რომ მათი ერთადერთი გზა არის არადემოკრატიული ანუ ძალადობრივი შეცვლა ხელისუფლების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1758010810
საზოგადოება2026-2029 წლებში თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება იგეგმება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი პროგრამის, ასევე სოციალური პროგრამების გაფართოება. როგორც დედაქალაქის მერის მოად...
1758009634
საზოგადოებაკახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის გან...
1758009601
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: მთავარი არის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს მისი პრემიერ მინისტრად არჩევის დღიდან. ეს არის როგორც ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ, ისე კორუფციასთან ბრძოლა
პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ არავისი დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე საუბრისას. „მთავარი...
1758009571
საზოგადოებათბილისის მერია მომდევნო წლებში ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებას სამომავლო პროექტების შ...
1758009265
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაა ევროპაში მედიის მხრივ
პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც...