თბილისის მერია მომდევნო წლებში ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებას სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის, როგორც გასულ წლებში, ასევე მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ახალი პროგრამები, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოება, მიმდინარე პროგრამების გაგრძელება და რაიონული გამგეობების პროგრამები.

„დღეს, დედაქალაქში ძალიან ბევრი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, რაზედაც მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. ვცდილობთ, რომ სერვისი გავაუმჯობესოთ და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს და პროცესებს, სადაც ყველაზე მეტად დგას სხვადასხვა სერვისის საჭიროება. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის სამი ახალი პროგრამა.

პირველია, „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ყველა ძვირა დღირებული კვლევა დაფინანსდება - გენეტიკური კვლევები, პეტ კვლევა, მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით. შედეგად, შესაძლებელი იქნება ადრეულ ეტაპზე მოხდეს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის დასმა და იმ ხარჯების შემცირება, რაც უკვე შემდგომ დაავადების მკურნალობაზეა გამოყოფილი. ამით კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად მინიმუმ 10 000 მოქალაქე ისარგებლებს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიაზე და მუნიციპალიტეტი მომდევნო წლებში შესაბამის პროგრამას აამოქმედებს. პროგრამა მკურნალობის 95%-იანი ეფექტიანობას იძლევა, დაფინანსება კი 100%-იანი იქნება.

„რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც დავიწყებთ, ეს არის „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება“. მოგეხსენებათ, ფილტვის კიბო არის ნომერ პირველი პირველი ონკოლოგიური დაავადება სიკვდილიანობის კუთხით. მისი ნაადრევი გამოვლინება მნიშვნელოვანია. პროგრამის ფარგლებში, კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად კვლევები 100%-ით დაფინანსდება და სერვით სარგებლობას წელიწადში მინიმუმ 10 000 მოქალაქე შეძლებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758010810

საზოგადოება

2026-2029 წლებში თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება იგეგმება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი პროგრამის, ასევე სოციალური პროგრამების გაფართოება. როგორც დედაქალაქის მერის მოად...

კახა კალაძე

1758010264

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი რადიკალების დაანონსებულ არეულობაზე: დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს

დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას რა თქმა უნდა საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...

შალვა პაპუაშვილი

1758009634

საზოგადოება

კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის გან...

კახა კალაძე

1758009601

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: მთავარი არის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს მისი პრემიერ მინისტრად არჩევის დღიდან. ეს არის როგორც ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ, ისე კორუფციასთან ბრძოლა

პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ არავისი დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე საუბრისას. „მთავარი...

შალვა პაპუაშვილი

1758009265

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაა ევროპაში მედიის მხრივ

პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც...

შალვა პაპუაშვილი