კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა.
პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ.
როგორც კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა იყო, არის და მომავალშიც იქნება თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი.
„როგორც დედაქალაქის მოქმედი მერი და თბილისის მერობის კანდიდატი, განვაგრძობ მოსახლეობისთვის იმ ძირითადი მიმართულებების წარდგენას, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტი კვლავაც ყველაზე მეტ დროსა და ენერგიას დაუთმობს. დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ მიმართულება, რაზეც ვფიქრობ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას, ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს, მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, ადამიანთა მომავალს. ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად იზრდება შესაბამისი პროგრამები, სერვისები, იზრდება თბილისის ბიუჯეტი ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით გამოყოფილია, დაახლოებით, 106 მლნ ლარი, რომლითაც ამჟამად 31 პროგრამა ხორციელდება.
„ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ არავის ვტოვებთ გასაჭირში პრობლემების პირისპირ, რომ ვართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით. ეს სწორედ ის მიმართულებაა, სადაც შეუძლებელია, ვინმეს მიმართ გულგრილობა გამოხატო ან ვინმე პოლიტიკური ნიშნით შეაფასო. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, განურჩევლად მათი შეხედულებებისა. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული ბენეფიტებით ყოველწლიურად 300 000 ადამიანი სარგებლობს, ფინანსდება ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა. მიმდინარე წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით გამოყოფილია, დაახლოებით, 106 მლნ ლარი, რომლითაც ამჟამად 31 პროგრამა ხორციელდება.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს მოადგილე ანდრია ბასილაიას, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, გელა ჩივიაშვილს, ასევე, მის თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის და გულისხმიერებისთვის, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად ყოველდღიურად იჩენენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, სამი ახალი პროგრამა ამოქმედდება.
„ჰუმანიზმზე და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული პოლიტიკა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქვაკუთხედია. მეამაყება, რომ ვარ სწორედ იმ გუნდის წარმომადგენელი, რომლისთვისაც ადამიანი არის ყველაზე დიდი ღირებულება. ჩვენ არასდროს დაგვიყვია მოქალაქეები ჯგუფებად. ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და აგურ-აგურ აშენებს ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს აბსოლუტურად ყველასთვის. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ის პროგრამა, რომლითაც თუნდაც მცირე შეღავათს ვუწევთ ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ მოქალაქეებს.
რაც შეეხება მომდევნო ოთხ წელს, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები გაფართოვდება და ამოქმედდება სამი ახალი პროგრამა. ესენია: „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების“ პროგრამა, „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების“ პროგრამა და „ფარისებრი ჯირკვლის რადიო იოდოთერაპიის დაფინანსების“ პროგრამა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საუბრის დასასრულს კახა კალაძემ მთავრობის მეთაურს, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო, საქართველოს მთავრობას, მის მეთაურს ირაკლი კობახიძეს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც მუნიციპალიტეტს უწევს. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტს და თბილისის საკრებულოს თბილისისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ჩვენი სიძლიერე ზუსტად ის არის, რომ ვართ ერთი გუნდი, ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ემსახურება საქართველოს და ქართველ ხალხს.
ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყველას, რითაც შეგიძლია, დავეხმარებით. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავდეს, თუმცა სანამ არის საჭიროება მხარდაჭერის და თანადგომის, ყველას დავეხმარებით და გვერდით დავუდგებით. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას. ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერში მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით და შევეცდებით, თქვენი ოჯახების სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერიის, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
1775502572
მსოფლიოტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...
1775500803
ახალი ამბები🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს
NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...
1775499762
საზოგადოებასოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...
1775499605
სოციალური მედიაილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...
1775496205
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...





























