კახა კალაძე: ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
„ბაჩიაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული. ცხადია, ის ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული, ვითომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. რეალურად ყველამ ვიცით მისი დანაშაული, ეს ყველასთვის ცხადი და ცნობილია. შესაბამისად, მე არც შეკვეთილი სტატიები მიკვირს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და მოვლენები ყველასთვის ცხადი და ნათელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებით იყო დაკავებული.
„ეს ყველაფერი არის სიცრუე, ცილისწამება. წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მუქარებით, ცილისწამებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტყუილზე. გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის აბსურდული, სიცრუე, სისულელე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება დამოკიდებულება და ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1758010264
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი რადიკალების დაანონსებულ არეულობაზე: დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს
დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას რა თქმა უნდა საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...
1758009634
საზოგადოებაკახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის გან...
1758009601
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: მთავარი არის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს მისი პრემიერ მინისტრად არჩევის დღიდან. ეს არის როგორც ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ, ისე კორუფციასთან ბრძოლა
პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ არავისი დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე საუბრისას. „მთავარი...
1758009571
საზოგადოებათბილისის მერია მომდევნო წლებში ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებას სამომავლო პროექტების შ...
1758009265
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაა ევროპაში მედიის მხრივ
პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც...