პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, 2024-2025 წლებში, თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ, ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით - ექვსი ეპიზოდი) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით - ორი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772807434

ახალი ამბები

ტრამპი - ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპის თქმით, ირანს დიდებული მომავალი ექ...

ტრამპიტრამპი

1772805767

ახალი ამბები

გია ვოლსკი: დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს - ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - დაისაჯოს

„დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - დაისაჯოს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვო...

გია ვოლსკი

1772804877

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: ნინო ლომჯარიას თავის მართლებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერსაც იმაზე ესაუბრა, რასაც „იმედი“ ამბობდა - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება,სადაც ლომჯარია წერს, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა და არ ყოფილა გერმანიის საელჩოში...

თამთა მეგრელიშვილი

1772804183

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მდიდარი „ენჯეოები“ ხელს გვიშლიდნენ ვიზალიბერალიზაციის გაფორმებაში, კანდიდატის სტატუსის აღებაში და ამჯერად დაკავებულები არიან იმით, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს ჩვენს მოსახლეობას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“...

ლევან მაჭავარიანი

1772804105

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას საქართ...

თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება