„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
მერობის კანდიდატი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს, საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
ღონისძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
კახა კალაძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
„ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება.
1754054414
ახალი ამბებიეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურა
ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. როგორც მუზეუმში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემების გამო,...
1754053607
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7050 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7061 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1754052616
საზოგადოებავოლსკი პეტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების გაზიარება ერთ რამეზე მეტყველებს - ეს არის პოლიტიკური კორუფცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ეხმიანება გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს....
1754052565
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. „გ...
1754051151
საზოგადოებასაქართველო - თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, საქართველო - ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია კი 7 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში დაიწყება
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს. „ეროვნული ნაკრების“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმ...