“რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო? თქვენ დედა გყავდათ?” - მარი ნანა მახარაძე

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული, გოგონა იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან, მარი ნანა მახარაძე, ვლადიმერ პუტინის მისამართით, ღია წერილს აქვეყნებს, რომელიც რუსეთის კიდევ ერთ ბოროტებას, ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელწიფოებად აღიარებას ეხება:
"რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო ?
-,,აუცილებლად მიმაჩნია, დიდხანს მომწიფებული გადაწყვეტილება მივიღო: დაუყოვნებლივ ვაღიარო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაყწვეტილებას და ორივე „რესპუბლიკასთან“ მეგობრობასა და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმებების რატიფიცირებას”, – განაცხადა პუტინმა...
რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო?თქვენ დედა გყავდათ? იცით რა არის სიყვარული? ოდესმე შეგშინებიათ საკუთარი შვილის სიცოცხლის გამო?ალბათ არასოდეს გექნებათ იმის ბედნიერება,დადგეთ საკუთარი ქვეყნის დასაცავად დაღუპული გმირების დედების გვერდით, ვერ გაბედავთ,რადგან მუდმივი ოკუპანტი ხართ. ვერასოდეს იგრძნობთ იმ სიამაყეს, რასაც თვალებჩამქრალი მამები გრძნობენ, საკუთარი შვილების ,,გმირთა მემორიალთან,,.ვერასოდეს გაიგებთ რიგითი ჯარისკაცის ყველაზე სანუკვარ ნატვრას- იყოს მშვიდობა...რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო,როცა ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ მაგლიჯავ მიწას. იმ მიწაში კი ჩემი ქვეყნის იმდენი გმირი წევს,ერთხელაც გაიხსნება და შიგ ჩაგიტანთ...არ გენატრებათ მშვიდობა?ვერ გაიზარდეთ დიდი ბიჭი? ისევ ომობანას თამაშობთ? არც ევროპის და ამერიკის ,,შეშფოთება,, გაწუხებთ ალბათ...არც მამაზეციერის გერიდებათ,რადგან ის,საკუთარი თავი გგონიათ...მაშინ ყველაზე ტრივიალურ რამეს გეტყვით: ყველაფერს ააქვს დასასრული , და ადრე თუ გვიან საბედნიეროდ ეს თქვენთვისაც მოხდება.ჩემი მხარდაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს!"#რუსეთიოკუპანტია
1745324322
მსოფლიოზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...
1745323649
ახალი ამბებიცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20ევ...
1745322000
ახალი ამბებივოლსკი - ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, ოპოზიციას ისტერიკის მდგო...
1745320209
მსოფლიო„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით“ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნ...
1745318915
ახალი ამბებიკახა კალაძე: ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?
„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძ...