რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული ოპოზიციის ლუსტრაცია ხდება, აღიარებას ახდენენ, რატომ არიან ანტიკონსტიტუციური ძალები, ყველაფერთან ერთად ინტელექტშიც ძალიან უჭირთ
„საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული ოპოზიციის ლუსტრაცია ხდება, რადგან, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევიან“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარე საჯარო და გამჭვირვალე პროცესი ამყარებს საკითხებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს.
„ვინმეს თუ კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ კვალიფიკაციის მიღმა არიან, ამ პროცესმა ზუსტად აჩვენა, რომ, ყველაფერთან ერთად, ინტელექტუალურ პოტენციალშიც ძალიან უჭირთ. მეორე მხრივ, ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ, საზოგადოებაში მათ საწინააღმდეგოდ აღიქმება. ეს ყველაფერი ამ მხრივაც საინტერესოა, რადგან აღიარებას ახდენენ, რატომ არიან ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ძალა. ფაქტია, ამან კიდევ უფრო მეტად გაამყარა საფუძვლები, რის გამოც ხალხის დაკვეთით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვართ. დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული. ვფიქრობთ, ამ ორი დღის განმავლობაში პროცესი, რაც საჯარო და გამჭვირვალეა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ასაბუთებს იმ საკითხებს, რაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგინეთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
1792759920
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმ...
1792759171
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ნახევარფინალშია
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ან...
1792757560
ახალი ამბებისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომ...
1792757250
ახალი ამბებიპროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა
„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლ...
1792755387
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათი...





























