რაც გუშინ ვიხილეთ, იყო ტიპური პროვოკაცია, აგებული ცილისწამებაზე – მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ჟურნალისტური საქმიანობის საწყისებს - შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს

ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, კითხვას, რომელიც ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დაუსვა, „არაფერი აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან“.

„არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც ხაზს გავუსვამ, რომ ამ დისკუსიაშიც არის გულწრფელობის ნაკლებობა. სინამდვილეში, ის, რაც აღნიშნა ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომ საქართველოში მედია, სამწუხაროდ, ქცეული არის პოლიტიკურ აქტივისტად. ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც… ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით. ეს არის სამწუხარო ფაქტი! ამაზე უფრო სამწუხარო არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ამას თვალი გავუსწოროთ, ვაღიაროთ ის პრობლემა, რაც ქართულ მედიაში არსებობს, ეთიკური ჟურნალისტიკა სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილისთვის აღარ არის ტერმინიც კი. ის, რომ მედიის დიდი ნაწილი ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად, პოლიტიკის მონაწილე და განმსაზღვრელი, არის პარტიული ინტერესების გამტარებელი, ეს არის ქმნის საბოლოო ჯამში იმ გარემოს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით სამი კვირის წინ, როდესაც ვთქვით, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია რიტორიკის შერბილება. ოპოზიციის ნაწილი არ აგვყვა ამ საკითხში და მედიის ნაწილი არათუ აგვყვა, ბოლო სამი კვირაა ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის, ცილისწამების, ზიზღის ენის გავრცელების ნაკადს.

ერთადერთ რამეს მოვუწოდებ მედიას – ნაცვლად იმისა, რომ შეაბიჯონ პოლიტიკის სფეროში, ჟურნალისტიკის ეთიკური სტანდარტი [დაიცვან]. ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ. მართალია, ამას გუშინ ნაჩქარევი შეფასებები მოჰყვა, მაგრამ შემდგომ როდესაც ნახა ყველამ, როგორი ფორმით იყო ეს კითხვა დასმული, ამაში არ იყო არაფერი, რასაც აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან. ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. არავითარი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა რაღაც „დაგუგლა“. „დაგუგვლაზე“ რომ ჟურნალისტი ააგებს კითხვას და ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როცა ამბობდა, რომ მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული. სავარაუდოდ, ამ ჟურნალისტმა არც კი იცის, რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სავარაუდოდ, არც კი იცის, ვისზე და რას საუბრობს. ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა ამ კითხვას, რომლის საფუძველიც იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს მიმართ ცნობილია დეზინფორმაციით. სერიოზულობის მარცვალი მაინც ხომ უნდა იყოს?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რუსთავში ქალი ყოფილმა ქმარმა გააუპატიურა

🔵აფხაზეთში 20 წლის ქართველი გოგონა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

🔵„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს“ - ირაკლი კობახიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1793981305

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და „დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა. ინფორმაციას Nexta ავრცელებს.   ნავთობმაგნატის ჯონ დ. როკფელერის შვილთაშვილი 89 წლის ასაკში...

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა

1793979272

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგა...

მაკა ბოჭორიშვილი