რევაზ სოხაძე: კონტრაქტორ კომპანიებთან მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი, მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ ინსპექტირებას გაფრთხილების გარეშე
„ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე გაცნობას რეგიონებში. დღეს ვიმყოფებით შიდა ქართლში, მოვინახულეთ მიმდინარე სამუშაოები. რამდენიმე ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეფერხებები და პრობლემები, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას. ჩვენ მუდმივ მონიტორინგზე გვექნება ეს საკითხი, მინდა გავაფრთხილო კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიები, რომ მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი. ერთ-ერთი ბაღის ობიექტზე ჩავედით გაფრთხილების გარეშე, ამ სახის ინსპექტირებას გავაგრძელებთ მუდმივ რეჟიმში“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ შიდა ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე გაცნობისას.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს. მათ შორისაა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, ასევე წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში საბავშვო ბაღის და სოფელ არაშენდაში საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ადგილზე გაეცნო.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში საჯარო სკოლის მშენებლობა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
მინისტრმა, ასევე, მოინახულა გორის წმინდა წყლის უბანში მდებარე სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც იგეგმება ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
მინისტრის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ასევე, დაგეგმეს შიდა ქართლში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ღონისძიებები. პრიორიტეტი იქნება ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარება.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























