რიკოთის უღელტეხილზე, ახალ ჩქაროსნულ გზაზე გადაადგილება შუადღიდან იქნება შესაძლებელი
რიკოთის უღელტეხილზე ისტორიული მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა. 52-კილომეტრიან, ახალ, ოთხზოლიან ჩქაროსნულ გზაზე გადაადგილება დღეს შუადღიდან იქნება შესაძლებელი.
რიკოთის მაგისტრალური გზა მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 მეტრია, ყველაზე გრძელი ხიდის კი 1 კილომეტრი და 332 მეტრია. ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
გზის ექსპლუატაციაში გაშვება მგზავრობის მანძილს 8 კილომეტრით ამცირებს და გადაადგილების დროს ანახევრებს. რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს.
პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2,6 მილიარდი ლარია.
1767070840
საზოგადოებაახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „...
1767041341
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა: თბილისი-ფოთის მატარებელი, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული უკვე დაიძრა, საქართველოს რკინიგზამ ადგილზე მყისიერად დამხმარე მატარებელი მიიყვანა
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. ,,გაცნობებთ, რომ თბილისი-ფოთის მატარებელი, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული უკვე დაიძრა. საქართველოს რკინიგზამ ადგილზე მ...
1767039438
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სამთო ტურიზმის განვითარება და რეგიონი გახდეს ოთხი სეზონის ტურისტული ცენტრი
,,ტურიზმი, მოგეხსენებათ აჭარისთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. ძალიან ნაყოფიერი იყო 2025 წელი, გვქონდა მნიშვნელოვანი აღიარება - მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე ბათუმი ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ...
1767035983
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა ემსახურება სწორედ ქვეყნის ინტერესებს და არ არსებობს გარე ძალა, რომელიც შეგვაცვლევინებს მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება
მთელი წლის განმავლობაში გვესმოდა განცხადებები, კრიტიკა, არაგულწრფელი დამოკიდებულება ევრობიუროკრატიის მხრიდან, თუმცა უნდა ითქვას მთავარი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა და სტაბილურობა. ხელ...
1767033088
ახალი ამბებიჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესა...






























