სულხან თამაზაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა ემსახურება სწორედ ქვეყნის ინტერესებს და არ არსებობს გარე ძალა, რომელიც შეგვაცვლევინებს მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება

 მთელი წლის განმავლობაში გვესმოდა განცხადებები, კრიტიკა, არაგულწრფელი დამოკიდებულება ევრობიუროკრატიის მხრიდან, თუმცა უნდა ითქვას მთავარი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა და სტაბილურობა. ხელისუფლების პოლიტიკა ემსახურება სწორედ ქვეყნის ინტერესებს, ქართველი ხალხის ინტერესებს და არ არსებობს გარე ძალა, მით უმეტეს შიდა პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რომელიც შეგვაცვლევინებს ამ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია, ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე“.

სულხან თამაზაშვილმა, ასევე, ისაუბრა სანქციებზე და აღნიშნა, რომ სანქციები გლობალური პოლიტიკის ჩვეულ ინსტრუმენტად იქცა.

,,სანქციები უკვე გლობალური პოლიტიკის ჩვეულ ინსტრუმენტად იქცა და თითქმის არასოდეს არ ემყარება ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას. სანქცია არ უნდა იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი, ადამიანებზე, მით უმეტეს პარტნიორებზე ზეწოლისთვის. არ აქვს ჩემთვის, პირადად, მნიშვნელობა სულხან თამაზაშვილი სანქცირებული იქნება თუ არა. ჩემთვის მთავარი ის პასუხისმგებლობაა, რაც მაქვს ჩემი მოქალაქეების წინაშე და რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელებ ამ პრინციპებით სვლას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

სულხან თამაზაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ როცა აქცია, მანიფესტაცია გადადის არეულობისა და ქაოსის ზღვარზე, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოახდინოს მყისიერი რეაგირება და აღადგინოს საზოგადოებრივი, კონსტიტუციური წესრიგი.

,,მთელი წლის განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ცდილობდნენ პოლიტიკური პროცესები გადაეტანათ ქუჩაში, ხელოვნურად ყოფილიყო საზოგადოებაში შიში, ქაოსი. თუმცა მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა აქცია, მანიფესტაცია გადადის არეულობისა და ქაოსის ზღვარზე, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მიიღოს მყისიერი რეაგირება და აღადგინოს საზოგადოებრივი და კონსტიტუციური წესრიგი. რა თქმა უნდა, არც ერთი დაკავების საფუძველი არ იყო თავისუფალი აზრის გამოხატვა ან პოლიტიკური მრწამსი, დაკავებებს ყოველთვის უძღვის წინ დანაშაულებრივი ქმედება და შესაბამისად ამ ფარგლებში მოქმედებს სახელმწიფო“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767024872

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველო, რომელმაც დაამარცხა ლიბერალური ფაშიზმი, არ უნდა გადაიქცეს განგსტერულ და კორუფციულ სახელმწიფოდ - არც ერთი ხელშეუხებელი ამ ხელისუფლების დროს არ უნდა არსებობდეს

 არც ერთი ხელშეუხებელი ამ ხელისუფლების დროს არ უნდა არსებობდეს, თორემ ეს ხელისუფლება განწირულია წაგებისთვის, როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე საზოგადოების თვალში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხა...

დავით ქართველიშვილი

1767020299

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ფასების საკითხი კომისიამ უნდა შეისწავლოს და ზუსტი ვერდიქტი დადოს, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ აქვს ადგილი საბოტაჟს

 ფასების საკითხი კომისიამ უნდა შეისწავლოს, რადგან არ შეიძლება, რომ საქონლის ქვეყანაში შემოტანასა და დახლამდე მიტანას ის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც პოლიტიკურ ველზე დგანან, პოლიტიკურ ასპარეზ...

გია ვოლსკი

1767019097

ახალი ამბები

მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

 მეტეხის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. ინფო...

აააა

1767017102

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პი...

თოვლიანი გზები

1767016588

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია: 2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვ...

ბექა ოდიშარია