„როგორ მიგატოვეს?! ძალიან მეცოდები, შვილსაც დაგიძახებ, მართლა მეცოდები - როგორ მიგატოვეს" - ასე მიმართა ნიკო კვარაცხელიას დედამ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს
„როგორ მიგატოვეს?! ძალიან მეცოდები, შვილსაც დაგიძახებ, მართლა მეცოდები - როგორ მიგატოვეს" - ასე მიმართა ნიკო კვარაცხელიას დედამ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკო კაველაძეს.
ნიკო კვარაცხელიას დედა, სასამართლო პროცესს დღეს პირველად დაესწრო.
მოკლული 21 წლის ახალგაზრდის ოჯახის პოზიცია უცვლელია - აუცილებელია დამნაშავეთა წრე გაიზარდოს და დაისაჯონ არა მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლები, არამედ მისი დამკვეთებიც.
ნიკო კვარაცხელიას დედამ ბრალდებულ ნიკო კაველაძეს მიმართა და უთხრა, რომ დამქირავებლებმა ისინი მიატოვეს, რის გამოც ეცოდებოდა.
"შემომხედე და მითხარი, როდესაც მიხვედი გაგარინის მოედანზე, ნაქირავებ ბინაში, ვისთან მიხვედი? - როგორ მიგატოვეს?! ძალიან მეცოდები, შვილსაც დაგიძახებ, მართლა მეცოდები - როგორ მიგატოვეს,"- უთხრა ბრალდებულს იზა ომიაძე.
ბრალდებული კაველაძე კი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. სასამართლო დარბაზში ნიკო კვარაცხელიას ოჯახის მისამართით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდას აპირებდა, თუმცა, მისი თქმით, ამას, შესაძლოა, ოჯახის გაღიზიანება გამოეწვია, რის გამოც გადაიფიქრა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იზა ომაძემ აღნიშნა, მისი შვილის მკვლელები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან და დარწმუნებულია, რომ მოსამართლე პარასკევს, საქმეზე განაჩენს აუცილებლად გამოიტანს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულის მუხლით.
„აუცილებლად დაისჯება მკვლელი კავილაძე და მკვლელი ჭელიძე მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ, გადარჩნენ თქვენი სხვა თანატოლები და ჩვენი ქვეყანა შედგეს. დღეს, დემაგოგმა უფლებადამცველებმა ძალიან ბევრი ტყუილი ილაპარაკეს. გამახსენდა სტუდენტობა, როდესაც ლექტორი თავისთვის ყვებოდა და ჩვენ ვიჯექით. არავის არაფერი მოუსმენია. უფლებადამცველი ზაზა დათუკიშვილი ძალიან ბევრ ტყუილს ამბობდა. ორივე მკვლელია, მათ ჰყავთ დამკვეთები და თანამზრახველები. მთელმა საქართველომ იცის, რომ მათ ჰყავთ დამკვეთები, ეს ფიგურირებს გამოყოფილ საქმეში და ეს გამოყოფილი საქმე, მეორე ნაწილი აუცილებლად უნდა აღსრულდეს“, - აცხადებს იზა ომაძე.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ პარასკევს გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რუსეთში “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი ვერსია დაბლოკეს
🔵 ქალი, რომელმაც ოზურგეთში ალტ-ინფოს სახლი მიაქირავა, ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
🔵 პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი ციმბირში გადაასახლა - ბრიტანული მედია
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























