პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი ციმბირში გადაასახლა - ბრიტანული მედია
ვლადიმირ პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაასახლა, მათ შორის ციმბირში, - ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსკოვმა გასულ თვეში გამოსცა სასწრაფო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის და დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების 95 739 მცხოვრები თავიანთი სახლებიდან 5 500 მილის მანძილზე უნდა გადაესახლებინათ.
The i-ის ცნობით, რუსეთის მთავრობის ბრძანებულებით, 11 ათასი ადამიანი გაგზავნილია ციმბირში, 7 ათასი - შორეულ აღმოსავლეთში და 7 ათასი - ჩრდილოეთ კავკასიაში. The i-ის წყაროების თანახმად, უკრაინელები გადაასახლეს ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში. ასევე, ნაწილი გაგზავნილია კურილის კუნძულებზე, რომელიც რუსეთის მიერ იაპონიისგან არის ოკუპირებული.
Independent წერს, რომ ეს ყოველივე ხდება არაერთი გავრცელებული ცნობის ფონზე იმის შესახებ, რომ ქრებიან რუსული ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
„მოსკოვის განკარგულებაში წერია, რომ "უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით", რუსეთის ფედერაცია "ამტკიცებს მოქალაქეების განაწილებას რუსეთის ფედერაციის შემადგენელ სუბიექტებზე" და ითხოვს 95 739 ადამიანის მიღების უზრუნველყოფას“ - წერს გამოცემა.
The i-ის ინფორმაციით, საპორტო ქალაქ მარიუპოლში მოქალაქეებს აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ქალაქი უკრაინის ჯარებმა დაბომბეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დევნით ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ უკრაინაში ვერასდროს დაბრუნდებოდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 დავით სერგეენკო: დიდი ალბათობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























