სადღობელაშვილი: გადაწყვეტილება, რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე

დღეს, როცა საზოგადოება გახლეჩილია და ხშირად დგას რთული არჩევანის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ნდობა, ძმური და მამა-შვილური სიყვარული რომელსაც მეუფეები ერთმანეთის და ჩვენი სულიერი მამის პატრიარქ ილია მეორის მიმართ გამოხატავენ, - აცხადებს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.

მისი თქმით, პატრიარქის მოსაყდრეობა უპირველესად არის ვალდებულების დაკისრება როგორც სასულიერო პირების ასევე მრევლის წინაშე. მისივე თქმით, როდესაც პატრიარქი ენდობა — ეს ნიშნავს, რომ იქ არის სიღრმე, სიწმინდე და სიმართლე.

„რაც შეეხება თავის მხრივ ილია II-ის ნდობას თავის ძმების და შვილების მიმართ ეს არ არის უბრალო ფორმალობა — ეს არის წლების განმავლობაში დანახული ერთგულების, სულიერი სიმტკიცისა და პასუხისმგებლობის შეფასება. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხდებოდა ამა თუ იმ ეპარქიის ჩაბარება კონკრეტულ მეუფეებზე ანდა სასულიერო თუ ადმინისტრაციული თანამდებობის მინიჭება კონკრეტულ მღვდელმთავრებზე!

სწორედ ამ შეხედულებების საფუძველზე ხვდა წილად მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრეობა. საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ეს არ გახლავთ დაწინაურება ან კონკრეტული ჯილდო, ეს უპირველესად არის ვალდებულების დაკისრება როგორც სასულიერო პირების ასევე მრევლის წინაშე. ეს გადაწყვეტილება რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე! ეს არის არჩევანი იმ ადამიანის სასარგებლოდ, რომელიც არაერთხელ დადასტურებულა საქმით — სიმშვიდით, გონიერებითა და ეკლესიისა და ერის სამსახურში დგომით. როდესაც პატრიარქი ენდობა — ეს ნიშნავს, რომ იქ არის სიღრმე, სიწმინდე და სიმართლე.

და როდესაც ასეთი ნდობა არსებობს, ჩვენთვისაც ნათელია, ვის გვერდით უნდა ვიდგეთ. ვინ გვიანდერძა პატრიარქმა შემდეგ პატრიარქად.

მე ვდგავარ მეუფე შიოს გვერდით — პატრიარქის ნდობისა და არჩევანის პატივისცემით.და ბოლოს საზოგადოებამ მინდა იცოდეს და კარგად გაიაზროს, რომ ეკლესიიდან მოკვეთილების და დაშორებულების საქმე არ არის ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი! პეტრე ცაავას, დოროთე ყურაშვილის, ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძეს, ნიკა გვარამიას, კოლექტიური ნაცების და სხვა ხლისტებისა თუ უღმერთოების გადასაწყვეტი და ასარევი არ არის დედა ეკლესიის წიაღი! ისედაც ბევრი აურიეს, ისედაც ბევრი ძალისმიერი თუ პროვოკაციული ცვლილების მცდელობა ჰქონდათ! აქ არ უნდა გაუვიდეთ პატრიარქის სურვილის დამახინჯება და უცხო ქვეყნიდან დავალებულის შესრულება! ეს არ არის პოლიტიკა - აქ საქმე რწმენას ეხება! სულიერ მამას ეხება! პატრიარქ ილია მეორეს სიყვარულს და ხსოვნას ეხება!“- წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774433984

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ევროკავშირის პოლიტიკას და იმ მიდგომებს, რომელიც მათ გააჩნიათ, თავად ევროკავშირი მიჰყავს ჩიხში და დაღუპვამდე

მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არათანმიმდევრულია. „მეოცე სასანქციო პაკეტში იგეგმებოდა ყულევის ტერმინალის შეტანა იმის გამო, რომ ჩვენ გვაბრალებდნენ თითქოს ს...

 გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე

1774432349

საზოგადოება

საქართველოსა და ჩინეთის სპორტის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრს, გაო ჭიდანს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემ...

საქართველოსა და ჩინეთი

1774430759

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე...

პროკურატურის შენობა

1774429399

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში არალეგალური ყველის შესაბოლი საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ყველის შესაბოლი არალეგალურ საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ფიზიკური პირი მ. უ. (მის: ქ. თბილისი,...

რალეგალური ყველის შესაბოლი

1774429071

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ამ ადამიანებს არც მეუფე უყვართ, არც ქვეყანა და არაფერი ქართული არ უყვართ

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს მას არც ეკლესია უყვარს და არც ქვეყანა. „ის, ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს, ის, ვისაც მეუფე შიო მიაჩნია რ...

გიორგი გაბუნია