ნინო წილოსანი: ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, გადაწყვიტეს, გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა „ნიუსი“, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან

ელენე ხოშტარია დადასტურებულად დამნაშავე და კრიმინალია, რომელსაც არაერთხელ აქვს გამეორებული ხულიგნობები თუ დანაშაულები, რომლებისთვისაც სასჯელს იხდის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა. მისივე შეფასებით, ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არ გადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, რადგან გირაოს გადახდა შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.

„მან თავისი თავი დააპოზიციონირა, როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. პირდაპირ აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა. ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს, როგორც კანონდამრღვევი. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკაა, რომ დამნაშავეები რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ. ელენე ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა საკუთარი თავი გირაოს არგადახდით დაიპატიმრეს. გირაოს გადახდა შეეძლოთ და ის აღმკვეთი ღონისძიებაც არ მიესჯებოდათ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. ადამიანს როცა აქვს საპატიმრო გირაოთი ჩანაცვლების არჩევანი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია დამნაშავეა და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარი. როგორც ვხვდებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად ნაკარნახევია იმით, რომ ის რეციდივისტია. დაახლოებით 16-ჯერ ერთი და იგივე დანაშაული აქვს ჩადენილი“, - განაცხადა წილოსანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774435978

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ერმა დაკარგა სულიერი მამა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის გამორჩეული ღვაწლით ჩვენი ეკლესიის ისტორიული დამოუკიდებლობა მსოფლიომ საბოლოოდ 1990 წელს აღიარა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. „დღეს ვიხსენებთ საქართველოს სამოციქულო მ...

ლევან მაჭავარიქანი

1774434309

ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი სრულდება

საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი სრულდება. ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ამის შემ...

მეუფე შიო მუჯირი

1774433984

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ევროკავშირის პოლიტიკას და იმ მიდგომებს, რომელიც მათ გააჩნიათ, თავად ევროკავშირი მიჰყავს ჩიხში და დაღუპვამდე

მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არათანმიმდევრულია. „მეოცე სასანქციო პაკეტში იგეგმებოდა ყულევის ტერმინალის შეტანა იმის გამო, რომ ჩვენ გვაბრალებდნენ თითქოს ს...

 გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე

1774432349

საზოგადოება

საქართველოსა და ჩინეთის სპორტის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრს, გაო ჭიდანს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემ...

საქართველოსა და ჩინეთი

1774430759

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე...

პროკურატურის შენობა