საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კონსპირაციის წესების დაცვით სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის მათ სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხში, უკანონოდ ინახავდნენ ჯამში 40 600 კოლოფ „Platinum“-ის, „Manchester“-ის, „Winston“-ის და „Kent“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 235 000 ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786686078

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ საქართველომ ეკონომიკური ზრდის ტემპი და სტაბილურობა შეინარჩუნოს

„ყოველ მხრივ შეტევა ხდება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ მაჩვენებლებზე, რომლითაც წინ ვუსწრებთ არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს პ...

გიორგი ვოლსკი

1786683266

მსოფლიო

The Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს უკვე „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკის“ სახელით იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრც...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1786654359

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა - Reuters

უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების შეჩერება შესთავაზა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მედიის ცნობით, უკრაინამ წინადადება რუსეთს მესამე მხარის საშუალებით გადასცა, თუმცა...

ზელენსკი და პუტინი

1786654148

მსოფლიო

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს. „სამიზნეები ის გემები იქნებიან, რომლებიც მოქმე...

მსოფლიო

1786652632

მსოფლიო

ტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ საბერძნეთის კურორტებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს - ბერძნული მედია

საბერძნეთის ქალკედონის ნახევარკუნძულზე მდებარე საკურორტო სოფლებიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან რეგიონში ხანძარი მძვინვარებს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. საბერძ...

ტყის ხანძრები