საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფასანაურის უბნის ტყის მცველი შ.გ. დააკავეს.
სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად, საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ევალება სატყეო ტერიტორიის დაცვა, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 900 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას.
1761394876
საზოგადოებათამარ ტალიაშვილმა ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლისთავს ეძღვნებოდა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლის თავს ეძღვნებოდა....
1761389517
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით ი...
1761387378
საზოგადოებადოროთე ყურაშვილი: 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ, „უფალო შემიწყალენ“-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს?
არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ 30 წელია, რაც ლოცვა არ წაუკითხავს. დოროთე ყურაშვილის თქმით, ის არც „უფალო შემიწყალენ“-ს კითხულობს, რადგან მიი...
1761385077
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის. „ის, რაც მათთვის არის მისაღები, ჩვენთვის უნდა იყოს მიუღებელი...
1761382858
საზოგადოებაშსს: სამართალდამცავებს ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
სამართალდამცავებს მოქალაქე ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, - აღნიშნულის შესახ...


























