საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ და ლ.ს.დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში, მდინარე სუფსიდან, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ახდენდნენ.

ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა. ამასთანავე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781764200

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: „ნაცმოძრაობა“ გვპირდებოდა რევოლუციას ქუჩაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რევოლუცია და გადატრიალება საკუთარ პარტიაში მიიღეს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს. დეპუტატი აღნ...

თორნიკე ფაღავა

1781763574

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის წინაპირობების დაყენება სრულიად მიუღებელია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო სუვერენიტეტის, საკანონმდებლო დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში არს...

მაკა ბოჭორიშვილი

1781728212

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ბატონი ჯო უილსონი საქართველოს რეპუტაციას მიზანმიმართულად აზიანებს

ბატონი ჯო უილსონი მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, უილსონის ქმედებები საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილი

1781728179

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გზავნილები გვესმის, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით

გზავნილები გვესმის, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ა.შ. იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით, - განაცხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1781728143

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე: ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ

ევროპარლამენტის დოკუმენტებს სრულიად იგნორს ვერ გავუკეთებთ, რადგან მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები ხომ აისახება, გარკვეული ნარატივი ხომ ყალიბდება და ეს არის სრულიად ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებულ...

მაკა ბოჭორიშვილი