თენგიზ შარმანაშვილი: ეჭვი მეპარება, პარტიის განახლების რესურსი არსებობდეს ჟორჟოლიანში, სააკაშვილი მისი თანაგუნდელებისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს

სააკაშვილი და მისი პარტია იმ გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული, რასაც უცხოეთში იღებენ, დირექტივებზე არიან დამოკიდებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„ნანუკა ჟორჟოლიანი თუ განახლების სიმბოლოა, სიკეთეში მოიხმარონ. 48 საათის წინ რომ მეთქვა, მიხეილ სააკაშვილი არათანმიმდევრულ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს, წარმოგიდგენიათ, თინა ბოკუჩავა რას მიზამდა? გამოვიდოდა და იტყოდა, რომ პროპაგანდისტი ვარ და მათ საყვარელ პრეზიდენტზე სიცრუეს ვავრცელებ.

ეს ხალხი დამოკიდებულია უცხოურ გავლენებზე და საკუთარი მოსაზრებები არ აქვთ. უცხოეთში მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ აღმასრულებელი არიან. ეს ყველაფერი მათ კრახამდე მიიყვანს. ვერ დავინახე რესურსი იმ განახლებაში, რასაც ვითომ ძველი და ახალი სახის წარმოჩენით გვთავაზობენ.

რა ვიცი, შეიძლება, რაიმე გამომეპარა, მაგრამ ეჭვი მეპარება, განახლების რესურსი არსებობდეს ჟორჟოლიანში. სააკაშვილი მისი თანაგუნდელებისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს.

მთავარი შეცდომაა იმაზე საუბარი, თითქოს, რასაც ვუყურებთ, შიდა პარტიული პოლიტიკური პროცესია - სააკაშვილი და მისი პარტია იმ გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული, რასაც უცხოეთში იღებენ, დირექტივებზე არიან დამოკიდებული“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781764753

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: არაფერი ეშველებათ, „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარე თუ ბოკუჩავა, აბსოლუტურად არაფერი იცვლება მათთვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ს...

ლევან მაჭავარიანი

1781764200

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: „ნაცმოძრაობა“ გვპირდებოდა რევოლუციას ქუჩაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რევოლუცია და გადატრიალება საკუთარ პარტიაში მიიღეს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს. დეპუტატი აღნ...

თორნიკე ფაღავა

1781763574

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის წინაპირობების დაყენება სრულიად მიუღებელია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო სუვერენიტეტის, საკანონმდებლო დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში არს...

მაკა ბოჭორიშვილი

1781728212

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ბატონი ჯო უილსონი საქართველოს რეპუტაციას მიზანმიმართულად აზიანებს

ბატონი ჯო უილსონი მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, უილსონის ქმედებები საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილი

1781728179

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გზავნილები გვესმის, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით

გზავნილები გვესმის, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ა.შ. იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით, - განაცხ...

მაკა ბოჭორიშვილი